ფასიანი SMS სერვისი
გაცნობებთ, რომ ქეი-ეს-ბი ბანკის მომხმარებლებისათვის, ამა წლის 9 აგვისტოდან, სტანდარტულ sms შეტყობინებებთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი ფასიანი sms სერვისის პაკეტი, რომლის მისაღებად, საჭიროა, ინტერნეტ-ბანკინგის მეშვეობით მოგვწეროთ შეტყობინება, ან მობრძანანდეთ ქეი-ეს-ბი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სადაც ბანკის ოპერატორები გაგიაქტიურებენ ფასიან sms-სერვისს. აღნიშნული ცვლილებებით, მოხდება არსებული sms სერვისის პაკეტების ჩანაცვლება, ხოლო sms-ების ნაწილს, კვლავაც უფასოდ მიიღებთ.
უფასო SMS შეტყობინებების პაკეტი:
- SMS შეტყობინება პოს ტერმინალში განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ;
- SMS შეტყობინება სესხის არსებობის შემთხვევაში დაფარვის თარიღის მოახლოვების შესახებ;
- SMS შეტყობინება პლასტიკური ბარათის დამზადების შესახებ;
- SMS შეტყობინებების პაკეტი ავტომატური კომუნალური გადახდებისთვის; (ავტომატურად აქტიურდება ავტომატური კომუნალური მომსახურებით სარგებლობისას)
- SMS შეტყობინება ავტომატური კომუნალური გადახდებისთვის თანხის უქონლობის შესახებ; (ავტომატურად აქტიურდება ავტომატური კომუნალური მომსახურებით სარგებლობისას)
ფასიანი SMS შეტყობინებების პაკეტი:
- SMS შეტყობინება ბარათის ვადის ამოწურვის შესახებ;
- SMS შეტყობინება ანგარიშზე თანხის შემოსავლის შესახებ;
- SMS შეტყობინებები ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ;
- SMS შეტყობინება ანგარიშიდან თანხის გასავლის შესახებ;
- SMS შეტყობინება უარყოფილი ოპერაციების შესახებ;
- SMS შეტყობინება გაუქმებული ოპერაციის შესახებ;
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით ჩვენს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 255 00 00.
26 ივლისი 2012
Copyright © 2009 - 2013 KOR STANDARD BANK All Rights Reserved. Created by Neomedia

