ქეი-ეს-ბის (KSB) გორის განყოფილება ოფიციალურად გაიხსნა
ამა წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, ქეი-ეს-ბის (KSB) გორის განყოფილება ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას დაესწრო ბანკის მენეჯმენტი, - გენერალური დირექტორი ბ-ნი გიგი ღლონტი, ბ-ნი გიორგი ავალიანი პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე შიდა ქართლის მხარეში და მედიის წარმომადგენლები.ამჟამად, ბანკი ოპერირებს 27 განყოფილებით საქართველოს მასშტაბით, აქედან 18 თბილისშია, 9 რეგიონში. 2010 წლისათვის ბანკი კვლავ განაგრძობს ქსელის გაფართოებას, ახალი პროდუქტების და საინტერესო პროექტების შეთავაზებას.

21 ივნისი 2010
Copyright © 2009 - 2010 KOR STANDARD BANK All Rights Reserved. Created by Neomedia

