საბავშვო ანაბარი
საბავშვო ანაბარი საშუალებას გაძლევთ დააგროვოთ თანხა ბავშვისთვის და ამავდროულად მიიღოთ სარგებელი. ანაბარი იხსნება ბავშვის სახელზე, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ.
ანაბრის პირობები:
- ანაბრის გახსნა - უფასო
- ანაბრის მინიმალური ვადა - 2 წელი, მაქსიმალური - ბავშვის სრულწლოვანებამდე
- ანაბრის ვალუტა- ლარი, აშშ დოლარი, ევრო
- ანაბრის გახსნის მინიმალური თანხა 50 ერთეული
- ანაბარზე თანხის დამატება- ნებისმიერ სიხშირით, ნებისმიერი ოდენობით
- დარიცხული პროცენტით სარგებლობა შესაძლებელია- წელიწადში ერთხელ
- ანაბრის დარღვევისას- პროცენტი განისაზღვრება როგორც ჯამური საპროცენტო სარგებლის 70%
- ანაბრის ვადის დარღვევა: ანაბრის გახსნიდან პირველი ორი წლის განმავლობაში ანაბრის დარღვევისას მას დაერიცხება შეწყვეტის დღეს ბანკში არსებული შემნახველი ანაბრის სარგებელი. გახსნიდან ორი წლის შემდეგ დარღვევისას - შესრულებულ წლებზე სარგებელი დაირიცხება სრულად, ხოლო დარღვეულზე - იმ პერიოდისთვის ბანკში შემნახველ ანაბარზე გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი.
| წლიური საპროცენტო განაკვეთი | ||
| ლარი | აშშ დოლარი | ევრო |
| 12% | 9% | 8.5% |
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (8 22) 55 00 00, ან მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში.
Copyright © 2009 - 2010 KOR STANDARD BANK All Rights Reserved. Created by Neomedia

