Go

საკრედიტო ბარათი Next

საკრედიტო ბარათი NEXT საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ დროს ისარგებლოთ წინასწარ განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტით.


საკრედიტო ბარათის ასაღებად აუცილებელია:

  • იყოთ არანაკლებ 18 წლის
  • გქონდეთ შემოსავალი მინიმუმ 250 აშშ დოლარი


NEXT ბარათის პარამეტრები
ბარათის ზოგადი პირობები
ბარათის ვადა
3 წელი
საკრედიტო ლიმიტის ვადა
1 წელი
საკრედიტო ლიმიტის ვალუტა
აშშ დოლარი
საკრედიტო ლიმიტის მოცულობა
მინიმალური
500 აშშ დოლარი
მაქსიმალური
7 500 აშშ დოლარი
ბარათის ტარიფები
ბარათის ღირებულება
55 ლარი
დამატებითი ბარათის დამზადება
30 ლარი
ბარათის აღდგენა
55 ლარი
ბარათის სასწრაფოდ დამზადება ბარათის ღირებულებას + 20 ლარი
ბარათის განთავსება ლოკალურ/საერთაშორისო სტოპ სიაში უფასო/40 აშშ დოლარი
წლიური % (არაკლიენტებისთვის / კლიენტებისთვის)
32%/29%
მინიმალური შენატანი
ამონაწერში მითითებული დავალიანების 5% მინ. 10 აშშ დოლარი
განაღდების საკომისიოები
საკუთარი ბანკის ბანკომატიდან
3% მინ. 3 აშშ დოლარი
სხვა ბანკის ბანკომატიდან
3.5% მინ. 5 აშშ დოლარი
კორ სტანდარტ ბანკში
3.5% მინ. 3.5 აშშ დოლარი
სხვა ბანკში
4% მინ. 4 აშშ დოლარი
პოსტერმინალით ანგარიშსწორება
0%
განაღდებისა და ანგარიშსწორების დღიური ლიმიტები
ბანკომატიდან 10 000 ლარი
კორ სტანდარტ ბანკში ულიმიტო
სხვა ბანკში 30 000 ლარი
პოსტერმინალით
30 000 ლარი
ტრანზაქციების ლიმიტი 30 ტრანზაქცია

ვიზა პლასტიკური ბარათით მომსახურების ზოგადი პირობები

რატომ უნდა მქონდეს საკრედიტო ბარათი NEXT?
  • პოსტერმინალით გადახდისას (მინ. 20 აშშ დოლარი) ბარათზე გიბრუნდებათ გადახდილი თანხის 1%
  • მაქსიმუმ 40 დღის განმავლობაში სარგებლობთ 0%-იანი საკრედიტო ლიმიტით
  • შეგიძლიათ ამონაწერის მიღება თქვენს მიერ შერჩეულ ნებისმიერ მისამართზე, თბილისის ფარგლებში
  • სარგებლობთ მაქსიმუმ 56 დღიანი საშეღავათო პერიოდით მინიმალური შენატანისთვის
  • იღებთ ფასდაკლებებს სავაჭრო ობიექტებში
საკრედიტო ლიმიტის დაფარვის პირობები:
საკრედიტო ლიმიტის დაფარვა შეგიძლიათ 2 გზით:
  1. სრული დაფარვა  0%-იანი კრედიტით სარგებლობისთვის
  2. მინიმალური შენატანებით დაფარვა - პროცენტის დარიცხვით
ყოველ თვე, თქვენთვის სასურველ წინასწარ ამორჩეულ რიცხვში - 5, 10, 15, 20 ან 25, მომზადდება ამონაწერი. ამონაწერი შეგიძლიათ მიიღოთ:
  1. თქვენს მიერ შერჩეულ ნებისმიერ მისამართზე, თბილისის ფარგლებში
  2. კორ სტანდარტ ბანკის ფილიალებში
  3. ელექტრონული ფორმით
  • ამონაწერის მომზადებიდან 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შემოიტანოთ ამონაწერში მითითებული დავალიანების თანხა სრულად და ისარგებლოთ 0%-იანი კრედიტით
  • ამონაწერის მომზადებიდან 26 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შემოიტანოთ მინიმალური თანხა - ამონაწერში მითითებული დავალიანების 5%, მინ. 10 აშშ დოლარის ოდენობით და ასეთ შემთხვევაში მოხდება წლიური პროცენტის დარიცხვა

როგორ ვისარგებლო 0%-იანი კრედიტით? 
დავუშვათ, 10 ოქტომბერს აიღეთ საკრედიტო ბარათი, რომელზეც საკრედიტო ლიმიტი შეადგენს 500 აშშ დოლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთით 32%. ამონაწერის მომზადების თარიღად შეარჩიეთ თვის 10 რიცხვი, სურვილისამებრ ხარჯავდით სხვადასხვა თანხებს. 10 ნოემბერს მომზადდა ამონაწერი, სადაც დაფიქსირდა დავალიანება 500 აშშ დოლარი. თუ 10 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე შემოიტანთ მთლიან თანხას - 500 აშშ დოლარს, პროცენტი არ დაგერიცხებათ და ისარგებლებთ 0%-იანი კრედიტით.


როგორ დავფარო თანხა მინიმალური შენატანებით? 
თუ ვერ შეძლებთ 10-დან 20 ნოემბრამდე შემოიტანოთ სრულად ათვისებული 500 აშშ დოლარი, შეგიძლიათ ამონაწერის მომზადებიდან 26 დღის განმავლობაში, ანუ ამ შემთხვევაში 6 დეკემბერს, შემოიტანოთ ამონაწერში მითითებული დავალიანების 5%, ანუ 25 აშშ დოლარი.



 
ხშირად დასმული კითხვები

 
ბარათის მისაღებად ბანკში წარმოსადგენი დოკუმენტები:
  • პირადობის მოწმობა 
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდით KSB-ის: (995 32) 55 00 00, ან 24 საათიან მომსახურების სამსახურს (995) 31 49 99 (საქართველოში)

* KSB-ის პარტნიორი ბანკებია: ბანკი რესპუბლიკა, BTAბანკი. საქართველოს ბანკი, HSBC ბანკი

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (8 22) 55 00 00, ან მობრძანდით ჩვენს ნებისმიერ ფილიალში.

Copyright © 2009 - 2010 KOR STANDARD BANK All Rights Reserved. Created by Neomedia