აქციონერები
სს. „კორ სტანდარტ ბანკის“ აქციონერთა შემადგენლობა და აქციათა გადანაწილება 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით.- შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი - 45%
- შეიხ ჰამად ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი - 20%
- შეიხ მანსურ ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანი - 15%
- შეიხ მოჰამედ ბუტი ალ ჰამედი - 15%
- შპს. „ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპი“ – 5%
| მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი | |
![]() |
მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი, აგრეთვე აბუ დაბის გაერთიანებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, “იუნაითიდ ბანკ ლიმითიდ”-ის და “ვარიდ ტელეკომ პაკისტანის” თავმჯდომარე და დირექტორი, ალ აინის უნივერსიტეტის რექტორი და აბუ დაბის ტექნოლოგიის უმაღლესი კოლეჯების პრეზიდენტი. მისი აღმატებულება იყო აგრეთვე პაკისტანის ალფალა ბანკის თავმჯდომარე. |
დაბი ჯგუფი |
|
![]() |
დაბი ჯგუფი, ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. მისი აღმატებულების ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანის ხელმძღვანელობით ჯგუფი მოიცავს მრავალფეროვან ბიზნეს ინტერესებს, მათ შორის: ტურიზმის ინდუსტრია, მშენებლობა, უძრავი ქონება და დეველოპმენტი და მართვა, წარმოება, კომპანიების წარმომადგენლობა, საზღვაო ჭაბურღილები, საბანკო და ფინანსური მომსახურება. ჯგუფი, თავისი საერთაშორისო ინვესტიციების გამოცდილების საფუძველზე აფართოებს ინვესტიციებს ფინანსურ საქმიანობაში აუთვისებელ, განვითარებად ბაზრებზე. მძლავრი ფინანსური რესურსის მეშვეობითა და მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობთ ჯგუფი კომერციულად წარმატებული გახდა; აქტიურადა ჩაბმული საინვესტიციო საქმიანოიბაში დსთ-სა და ისეთ ქვეყნებში როგორიცაა პაკისტანი, ავღანეთი, ბანგლადეში, ირანი, უგანდა, საქართველო, კონგოს რესპუბლიკა და ა.შ. ამ დროისთვის, ჯგუფის პორტფელის საბაზრო ღირებულება 10 მლრდ. დოლარს აღემატება. |
უმსხვილესი ინვესტიციები: |
|
|
|
Copyright © 2009 - 2013 KOR STANDARD BANK All Rights Reserved. Created by Neomedia



