ვაკანსიები
კორ სტანდარტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზეძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- განავითაროს კორპორატიული საბანკო საქმიანობის გლობალური სტრატეგია და მოქმედების გეგმა მაღალი რგოლის მენეჯმენტთან შეთანხმებითა და ბანკის პოლიტიკის შესაბამისად
- გააუმჯობესოს პროდუქტების გაყიდვის მაჩვენებელი, გაზარდოს მომგებიანობა და მაღალი ხარისხით შეინარჩუნოს კლიენტთა პორტფელი
- გაზარდოს შემოსავლები და დაამყაროს კონტაქტები ახალ კლიენტებთან
- შესაბამისი უმაღლესი განათლება (სასურველია MBA ხარისხი)
- წარმატებულ კანდიდატებს მოეთხოვებათ მნიშვნელოვანი გამოცდილება საბანკო სფეროში, მათ შორის:
- მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე (პოზიციებზე) მუშაობის გამოცდილება
- გამოცდილება კორპორატიულ საბანკო საქმიანობაში
- გამოცდილება კორპორატიულ საბანკო საქმიანობაში მაღალ პოზიციაზე
- გამოცდილება საკრედიტო სფეროში
- უცხო ენების ცოდნა:
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა - როგორც წერა, ასევე მეტყველება
- მენეჯერული თვისებები: დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება და კონტროლი მის პასუხისმგებლობაში შემავალი ყველა სახის საქმიანობის შესასრულებლად
- ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი; ძირითადი სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტებად დაყოფა
- ძლიერი ანალიტიკური უნარები; კომპანიის ყველა რგოლის თანამშრომლებთან კომუნიკაციის უნარი
- ურთიერთობების მაღალ დონეზე მართვის უნარი
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 17:00, 30 სექტემბერი, 2010 წელი
აპლიკანტების საყურადღებოდ: წარმოადგინეთ მხოლოდ ასლები, რადგან საბუთი წარმომდგენს უკან არ დაუბრუნდება. ტესტირებისა და გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები. სატელეფონო ზარები არ მიიღება. გისურვებთ წარმატებას!
გადმოწერეთ აპლიკაციის ფორმა
სიახლეები
Royal ანაბარი და ბარათი
საფულე, რომელიც არ დაგეკარგება
საკრედიტო ბარათი NEXT
ყველასთვის საჭირო
Copyright © 2009 - 2010 KOR STANDARD BANK All Rights Reserved. Created by Neomedia

